14 აპრილი, 2014
თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „ მოხეტიალე წიგნების" აქციაში ჩაერთო. ვაჟა-ფშაველას პოემათა კრებული, თომას მანის „ჯადოსნული მთა" და მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას მიერ დაწერილი „საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები" მკითხველს დედაქალაქის ქუჩებში უკვე ელოდება. რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ წიგნები თბილისის სხვადასხვა ადგილას დატოვა.